თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 31 891 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 394 ინფიცირებული
თურქეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 40 000-სს გადააჭარბა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობითვე, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 31 891 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 2 673 უსიმპტომო იყო.
ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 394 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით კრიტიკულ მდგომარეობაში 3 534 კოვიდინფიცირებულია.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში ვირუსის ოთხ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 40 131 ადამიანი.
თურქეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 13.71 მილიონმა ადამიანმა გაიკეთა, ორივე დოზა – 9.1 მილიონმა.