თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 26 182 შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 26 182 შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 26 182 შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 138 კოვიდინფიცირებული.

თურქეთში სულ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 3,06 მილიონი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 30 316-ს შეადგენს.

ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 19 201-ით გაიზარდა და ჯამში 2,86 მილიონს გადააჭარბა. ქვეყანაში 1 710 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.