თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 1 673 შემთხვევა დაფიქსირდა
თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 1 673 შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 1 673 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ახალი კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული დაავადებით 56 ადამიანი გარდაიცვალა.

ამავე პერიოდში ქვეყანაში განიკურნა 984 ინფიცირებული პაციენტი.

ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 278 228 შეადგინა. სულ ვირუსს ემსხვერპლა 6 620 ადამიანი. დაავადება დაძლია 250 092-მა პაციენტმა.