თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 1 502 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 1 502 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ბოლო მონაცემებს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში თურქეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 59 პაციენტი გარდაიცვალა, 1 211 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაავადების გავრცელებიდან დღემდე თურქეთში რეგისტრირებულია კორონავირუსის სულ 323 014 შემთხვევა, გარდაიცვალა 8 384 ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 283 868 პაციენტი. 1 470 ინფიცირებული ამ დროისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.