თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 1 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 57 პაციენტი გარდაიცვალა
თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 1 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 57 პაციენტი გარდაიცვალა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 57 პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში „კოვიდ-19“-ის 340 450 დადასტურეული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 9 014 ადამიანი.

ამ დროისთვის ქვეყანაში 1 418 კოვიდინფირებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.