თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 1 041 შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 1 041 შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 041 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად ინფიცირებულთა საერთო ოდენობამ 209 ათასს მიაღწია.

ვირუსისგან ქვეყანაში უკვე განიკურნა 187 ათასზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი კი 5282-ს შეადგენს, აქედან 22 ინფიცირებული ვირუსს გასული დღე-ღამის განმავლობაში ემსხვერპლა.

დღეისათვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 1 172 პაციენტი რჩება.