თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 091 ადამიანს დაუდასტურდა
თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 091 ადამიანს დაუდასტურდა

თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ 2 091 ადამიანს დაუდასტურდა, 1 573 გამოჯანმრთელდა, ხოლო 69 გარდაიცვალა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში „კოვიდ-19“-ით 359 784 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 313 093 გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რიცხვი 9 727-ს აღწევს.