თურქეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 98 ადამიანი გარდაიცვალა

20:58, 10.04.2020

თურქეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 98 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

სულ „კოვიდ-19“-ის ეპიდემიის დაწყებიდან თურქეთში დაავადებას 1 006 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო ერთ დღეში თურქეთში კორონავირუსი 4 747 ადამიანს დაუდასტურდა. სულ ქვეყანაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 4 029 შემთხვევა.

თურქეთში სულ გამოჯანმრთელდა 2 423 კოვიდინფიცირებული.

მსგავსი