თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 95 ადამიანი გარდაიცვალა
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 95 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსი კიდევ 2,131 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი სულ 112,261 პაციენტს აქვს დადგენილი. ინფორმაციას „ანადოლუ“ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაყრდნობით ავრცელებს.

95-ით გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც და თურქეთში ახლა 2,900 ფატალური შემთხვევაა დაფიქსირებული.

თურქეთში კორონავირუსისგან 33,791 ადამიანი გამოჯანმრთელდა და უკვე მესამე დღეა, „კოვიდ-19“-ისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ახლად ინფიცირებულთა რიცხვზე მაღალია.