თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 44 ადამიანი გარდაიცვალა
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 44 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ით 44 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით 4 140 ადამიანი დაიღუპა. ბოლო ერთ დღეში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 368 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, თურქეთში ინფიცირების 149 435 შემთხვევა დადასტურდა. ასევე გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა – ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“ თურქეთში 1 825-მა ადამიანმა დაამარცხა. ქვეყანაში გამოჯანმრთელებულების რიცხვი 109 962-მდე გაიზარდა. ამჟამად თურქეთში 35 333 აქტიური შემთხვევაა.

დატოვე კომენტარი