თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 27 პაციენტი გარდაიცვალა
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 27 პაციენტი გარდაიცვალა

თურქეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 961 ადამიანს დაუდგინეს, 27 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრზე, ფაჰრეთინ კოჩაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 153 548 შემთხვევა. გარდაცვლილთა რაოდენობა 4 249-ს შეადგენს.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა ქვეყანაში 1 003-ით გაიზარდა და ჯამში 114 990-ს მიაღწია.