თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამეში გამოვლინდა ვირუსის 1212 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას „ტვიტერის“ გვერდზე თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს.
ამრიგად, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში გამოვლენილი ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 188 897 შეადგინა. მათგან 161 533 განიკურნა.
ეპიდემიის პერიოდში „კოვიდ-19“-ს თურქეთში სულ 4674 ადამიანი ემსხვერპლა.