თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 500-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 181 ინფიცირებული კი გარდაიცვალა

23:05, 09.01.2021

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 500-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს 181 პაციენტი ემსხვერპლა. სულ კი, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით 22 631 ადამიანია გარდაცვლილი.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის დიაგნოზი თურქეთში საერთო ჯამში 2.31 მილიონ ადამიანს აქვს დადგენილი.

მსგავსი