თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 878 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 21 ინფიცირებული
თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 878 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა „კოვიდ-19“-ით 21 ინფიცირებული. ინფორმაციას თურქული გამოცემა „ანადოლუ“ ავრცელებს.
საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში „კოვიდ-19“-ის 169 218 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 4 669 ადამიანი. თურქეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 135 322 პაციენტი.
თურქული მედიის ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან 264 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს.