თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 61 900 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 362 ინფიცირებული
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 61 900 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 362 ინფიცირებული

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 362 ადამიანი გარდაიცვალა. ეს თურქეთისთვის სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელია.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ 61 900 ახალი კოვიდინფიცირებული აღრიცხა. ამავე პერიოდში საავადმყოფო დატოვა „კოვიდ-19“-სგან განკურნებულმა 52 200-მა პაციენტმა.

პანდემიის პერიოდში თურქეთში კორონავირუსით დაავადდა 4,4 მილიონი ადამიანი, გარდაიცვალა 36 975 მოქალაქე, სულ განიკურნა 3,84 მილიონი ადამიანი.

თურქეთში ამჟამად აცრილია 12,68 მილიონი მოქალაქე, მათგან 7,9-ს ვაქცინის ორივე დოზა აქვს გაკეთებული.