თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 59 187 შემთხვევა დაფიქსირდა
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 59 187 შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 59 187 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს პანდემიის დაწყების შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საერთო ჯამში თურქეთში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი 3.96 მილიონ ადამიანს აქვს დადგენილი.

ვირუსს ბოლო 24 საათში 273 პაციენტი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო ოდენობა კი ქვეყანაში 35 000-ს აღწევს.