თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4674 შემთხვევა გამოვლინდა

22:20, 20.04.2020

თურქეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 4674 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ერთ დღეში გარდაცვლილთა რიცხვი კი 123-ს შეადგენს.

საერთო ჯამში, თურქეთში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, 2140 ადამიანია გარდაცვლილი.

ქვეყანაში ვირუსი საერთო ჯამში, დადგენილი აქვს 90 980 ადამიანს.

მსგავსი