თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 542 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 542 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 542 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 123 ადამიანი გარდაიცვალა.

თურქეთში პანდემიის პერიოდში სულ ვირუსი დაუდასტურდა 430 170 ადამიანს. მათგან 364 573 გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 943 დაიღუპა.

ამჟამად თურქეთში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 53 645 აქტიური შემთხვევა, აქედან 3 850 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია.