თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 215 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 116 პაციენტი გარდაიცვალა
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 215 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 116 პაციენტი გარდაიცვალა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 215 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 592 პაციენტი ვირურისგან გამოჯანმრთელდა, 116 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი 425 628 ადამიანს დაუდგინეს, მათ შორის 11 820 შემთხვევა ლეტალური აღმოჩნდა.