თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 32 736 შემთხვევა გამოვლინდა, 193 პაციენტი კი გარდაიცვალა

20:55, 04.12.2020

თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 32 736 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 6 903 ვირუსი უსიმპტომო აქვს.

შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 193 კოვიდინფიცირებული.

თურქეთში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების სულ 527 070 სიმპტომიანი შემთხვევა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 14 509-ს შეადგენს. ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 811-ით გაიზარდა და ჯამში 423 142 შეადგინა.

კორონავირუსით ინფიცირებული 5 703 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

მსგავსი