თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 29 617 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 229 ადამიანი
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 29 617 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 229 ადამიანი

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 229 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ერთ დღეში ლეტალობის რეკორდული მაჩვენებელია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოვლენილია ინფიცირების 29 617 ახალი შემთხვევა, რითაც კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა 1.86 მილიონს მიაღწია. მათ შორის, ვირუსს ემსხვერპლა 16 646 ადამიანი.

ქვეყანაში საახალწლო დღესასწაულებზე, 31 დეკემბრიდან 4 იანვრამდე, ღამის განმავლობაში კომენდანტის საათი ამოქმედდება.