თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 21 893 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

17:37, 01.09.2021

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 21 893 შემთხვევა გამოვლინდა, 14 106 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“- ით გარდაიცვალა 252 პაციენტი. ინფორმაციას თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 6 388 331 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 5 837 217 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი