თურქეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 786 შემთხვევა დაფიქსირდა
თურქეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 786 შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების 2 786 შემთხვევა დაფიქსირდა, 69 ადამიანი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ” ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სულ თურქეთში გამოვლენილია კორონავირუსის 20 921 შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი 425-ს შეადგენს.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეთინ კოჩას განცხადებით, კვლევამ აჩვენა, რომ სტამბოლში კორონავირუსით დაავადებული ერთი ადამიანისგან საშუალოდ 16 პირი ინფიცირდება.