თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1016 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 21 პაციენტი
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1016 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 21 პაციენტი

თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1016 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 21 პაციენტი.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 211 981 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 5 344 ლეტალური აღმოჩნდა.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსისგან 1334 პაციენტი გამოჯანმრთელდა. თურქეთში „კოვიდ-19“-ისგან 193 217 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დატოვე კომენტარი