თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსი გავრცელების შესახებ ბოლო მონაცემებს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრო ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში თურქეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 52 პაციენტი გარდაიცვალა, 1 093 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაავადების გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში რეგისტრირებულია კორონავირუსის სულ 283 270 შემთხვევა. გარდაიცვალა 6 782 ინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 253 245 პაციენტი. ქვეყანაში 1 159 ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.