თურქეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 671 შემთხვევა გამოვლინდა, 56 ინფიცირებული კი გარდაიცვალა
თურქეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 671 შემთხვევა გამოვლინდა, 56 ინფიცირებული კი გარდაიცვალა

თურქეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 671 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ბოლო მონაცემებს თურქეთის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში თურქეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 56 პაციენტი გარდაიცვალა, 1 117 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაავადების გავრცელებიდან დღემდე თურქეთში რეგისტრირებულია კორონავირუსის სულ 288 126 შემთხვევა. გარდაიცვალა 6 951 ინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 256 524 პაციენტი. 1 223 ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა კი, კრიტიკულია.