თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 391 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 391 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ს 65 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 245 კი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საერთო ჯამში თურქეთში გამოვლენილია კორონავირუსის 318 663 შემთხვევა. გარდაიცვალა 8 195 პაციენტი.
ამჟამად ქვეყანაში მკურნალობას განაგრძობს 30 719 ინფიცირებული, მათგან 1 516 კრიტიკულ მდგომარეობაშია.