თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 212 შემთხვევა დაფიქსირდა, 18 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 212 შემთხვევა დაფიქსირდა, 18 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი კიდევ 1 212 ადამიანს დაუდგინდა.

ვირუსს ბოლო 24 საათში 18 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რიცხვმა 5 891-ს მიაღწია. ინფიცირებულთა საერთო ოდენობა კი, 244 392-ს შეადგენს.

თურქეთის განათლების მინისტრის განცხადებით, საჯარო სკოლები ქვეყნის მასშტაბით 21 სექტემბრიდან გაიხსნება, მანამდე კი სწავლება დისტანციურ რეჟიმში 31 აგვისტოდან განახლდება.