თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 2 319 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 581 პაციენტი
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 2 319 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 581 პაციენტი

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექცია 2 319 ადამიანს დაუდასტურდა.

თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში 370 832 ადამიანი დაინფიცირდა.

ბოლო ერთ დღეში თურქეთში „კოვიდ -19“-ს 72 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულების საერთო რაოდენობა კი 10 099-ს აღწევს. 1 581-ით გაიზარდა თურქეთში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციისგან 320 762 ადამიანი განიკურნა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში 130 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა.