თურქეთში ბოლო 24 საათში ​კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა

21:10, 28.03.2020

თურქეთში „კოვიდ-19“-ით დაღუპულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 16-ით, 108-მდე გაიზარდა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი, 1704-ით.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული საინფორმაციო სააგენტოები ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში „კოვიდ-19“-ის 7402 შემთხვევა არის დაფიქსირებული.

მსგავსი