თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 125 ადამიანი გარდაიცვალა
თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 125 ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც სააგენტო “ანადოლუ” წერს, ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.
ეს თურქეთში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან ერთ დღეში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი თურქეთში 1 643-მდე გაიზარდა.
მინისტრის ცნობით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსი 4 801 პაციენტს დაუდგინდა. ამგვარად ქვეყანაში ინფოცირების შემთხვევების რიცხვმა 74 193 შეადგინა.