თურქეთში აზერბაიჯანის ელჩი - მთიან ყარაბაღში სომხეთმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მებრძოლები განათავსა
თურქეთში აზერბაიჯანის ელჩი - მთიან ყარაბაღში სომხეთმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მებრძოლები განათავსა

მთიან ყარაბაღში სომხეთმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მებრძოლები განათავსა – ამის შესახებ თურქეთში აზერბაიჯანის ელჩმა, ხაზარ იბრაჰიმმა, თურქულ სააგენტო „ანადოლუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

აზერბაიჯანელი დიპლომატის თქმით, სომხეთის ხელისუფლებამ კონფლიქტის ზონაში ასევე განათავსა ტერორისტული დაჯგუფება, ე.წ. „სომხეთის გათავისუფლების საიდუმლო სომხური არმიის“ მებრძოლები.

„მათ მიიღეს ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია, რომელიც კონკრეტულად მიუთითებს იმაზე, რომ მათ სურთ აზერბაიჯანის ახალი ტერიტორიების ოკუპაცია“, – აღნიშნა ხაზარ იბრაჰიმმა.

თურქეთის ხელისუფლება „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და „სომხეთის გათავისუფლების საიდუმლო სომხურ არმიას“ ტერორისტულ საქმიანობაში და ათასობით თურქი მოქალაქის მკვლელობაში სდებს ბრალს.

დატოვე კომენტარი