თურქეთში ავტობუსი ხევში გადავარდა, დაიღუპა ხუთი ადამიანი, 38 კი დაშავდა
თურქეთში ტურისტული ავტობუსი ხევში გადავარდა. შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 38 კი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ინციდენტი ბურსას პროვინციაში მოხდა. წინასწარი ცნობით, ავტობუსს მუხრუჭი დაუზიანდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობუსი ხევში გადავარდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახურები და პოლიცია.
დაღუპულებს შორის არის ავტობუსის მძღოლიც.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.