თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაღუპული საქართველოს ორი მოქალაქე საქართველოში გადმოასვენეს
თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაღუპული საქართველოს ორი მოქალაქე საქართველოში გადმოასვენეს

თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაღუპული საქართველოს ორი მოქალაქე სარფის საბაჟოს გავლით საქართველოში გადმოასვენეს.

საავადმყოფოში რჩება ავტოავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე. მისი მდგომარეობა საშუალოდ კრიტიკულია. იგი რიზეში, ერდოღანის სახელობის საავადმყოფოშია გადაყვანილი და ამ დრომდე რეანიმაციის განყოფილებაშია.

შემთხვევა დღეს, დაახლოებით 03.45 საათზე, თურქეთში, ფაზარის მონაკვეთზე, ტრაბზონიდან 120 კილომეტრში მოხდა. შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა. ისინი ხულოს მცხოვრებლები იყვნენ და თურქეთში სამკურნალოდ იმყოფებოდნენ.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტობანზე, სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა, ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა და ამოყირავდა.

დატოვე კომენტარი