თურქეთში ავიაკატასტროფას მფრინავი ემსხვერპლა

07:48, 23.03.2018

თურქეთის პროვინცია ნევშეხირში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თურქეთის შეიარაღებული ძალების ვებგვერდის ინფორმაციით, გარდაცვლილი მფრინავია.

მათივე ცნობით, მფრინავი საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა. დამატებითი დეტალები ინციდენტის შესახებ არ ვრცელდება.

შემთხვევის ადგილზე გადაუდებელი დახმარების ჯგუფები მუშაობენ.

მსგავსი