თურქეთში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა
თურქეთში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 44 კი, დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია. ავარია ანკარის და აქსარაის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სატრანსპორტო საშუალება გადატრიალდა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო, სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ. ამჟამად მაშველებს ავტობუსიდან დაშავებულები გამოჰყავთ.