თურქეთში ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა
თურქეთში ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

თურქეთში, იზმირის პროვინციაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

გარდაცვლილებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. დაშავებული 13 ადამიანი საავადყოფოში გადაიყვანეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილს, რომელიც მდინარეში ჩავარდა, მიგრანტები გადაჰყავდა. ისინი საბერძნეთში აპირებდნენ გამგზავრებას.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი კვლავ უცნობია. ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.