თურქეთში აშშ-ის საელჩო – მიუხედავად პრობლემებისა, აშშ თურქეთის პარტნიორად რჩება

17:13, 07.08.2018

მიუხედავად არსებული დაძაბულობისა, ამერიკის შეერთებული შტატები და თურქეთი საიმედო მოკავშრეებად და პარტნიორებად რჩებიან, – ეს განცხადება თურქეთში აშშ-ის საელჩოს Twitter- ის გვერდზე გამოქვეყნდა.

„მიუხედავად არსებული პრობლემებისა, ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთის პარტნიორად რჩება. ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიურად ვითარდება ეკონომიკური თანამშრომლობა“,-ნათქვამია განცხადებაში .

მსგავსი