თურქეთში აშშ-ის ელჩი თომას ბარაკი – შეერთებულმა შტატებმა სირიაში სამხედრო ბაზების შემცირება დაიწყო და საბოლოოდ ერთი ბაზა დარჩება
SANTA MONICA, CA - DECEMBER 14, 2016 - Thomas J. Barrack Jr. the American private equity real estate investor and the founder, chairman and chief executive officer of Colony Capital, headquartered in Los Angeles, California photographed in his Santa Monica home December 14, 2016. He is the chairman of the Trump Presidential Inaugural Committee. (Al Seib / Los Angeles Times)
აშშ-მა დაიწყო სირიაში სამხედრო ბაზების შემცირება და საბოლოოდ ერთი ბაზა დარჩება, – ამის შესახებ თურქეთში აშშ-ის ელჩმა, სირიის საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა, თომას ბარაკმა განაცხადა.
თურქულ მედიასთან ინტერვიუში, ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ სირიაში ამერიკული სამხედრო ძალების რაოდენობა რვა სამხედრო ბაზიდან – ხუთამდე, შემდეგ კი სამი ბაზამდე შემცირდება და საბოლოოდ ერთი დარჩება.
თომას ბარაკის განცხადებით, სამხედრო ძლების შემცირების პროცესი უკვე მიმდინარეობს.
„ერთხელაც ჩვენ გვექნება რეგიონული ურთიერთქმედება თურქეთს, სპარსეთის ყურეს, სირიას, იმედი მაქვს, ისრაელს და სხვა რეგიონულ პარტნიორებს შორის და ვიტყვით, რომ ჩვენ აქ გვაქვს დიალოგის შესაძლებლობა ამერიკის ჩარევისგან დამოუკიდებლად“, – განაცხადა თომას ბარაკმა.