თურქეთში აშშ-ის ელჩი, სირიის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი - რუბიო და ტრამპი არ ემხრობიან რეჟიმების ცვლილების მცდელობას, ისინი რეგიონულ გადაწყვეტას რეგიონსვე უტოვებენ
მდივანი რუბიო და პრეზიდენტი ტრამპი არ ემხრობიან რეჟიმების ცვლილებების მცდელობას, ისინი რეგიონულ გადაწყვეტას რეგიონსვე უტოვებენ, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა თურქეთში, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიის საკითხებში, ტომას ბარაკმა განაცხადა.
მისი თქმით, რეჟიმის შეცვლამ რეალურად არასდროს იმუშავა.
„თუ ავიღებთ 1946 წლის შემდეგ, როდესაც აშშ ჩართული იყო, ჩვენ გვქონდა 93 სახელმწიფო გადატრიალება და რეჟიმის ცვლილება და ყველა მათგანი წარუმატებელი იყო. ჩემი უფროსები – მდივანი რუბიო და პრეზიდენტი ტრამპი არ ემხრობიან რეჟიმის ცვლილებას. ისინი რეგიონულ გადაწყვეტას რეგიონსვე უტოვებენ. ამერიკის პრეზიდენტმა ტრამპმა 12-დღიანი ომი გააჩერა და ეს ისტორიული და შესანიშნავი იყო. შემდეგ, იმისათვის, რომ ის რეჟიმის შეცვლაში დაედანაშაულებინათ, ირანში უკვე რეჟიმის ცვლილების ორი მცდელობა გვქონდა. არცერთმა არ იმუშავა“, – განაცხადა ტომას ბარაკმა.