თურქეთში აცხადებენ, რომ სირიიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია
თურქეთში აცხადებენ, რომ სირიიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია

თურქეთში განაცხადეს, რომ სირიიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია. ამის შესახებ განცხადება თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ გააკეთა.

მინისტრის თქმით, ქურთების თავდაცვითი რაზმების წევრებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ გაზიანთეფს.

​ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, რომ ქალაქის მიმართულებით ნაღმტყორცნებიდან ისროდნენ. ჭურვები მოხვდა სკოლის შენობას და ორ საცხოვრებელ სახლს.

თურქეთის ცნობით, ასევე ქურთი მებრძოლების მხრიდან გუშინ საღამოს ცეცხლის გახსნის შედეგად კილისში დაიჭრა ერთი სამხედრო მოსამსახურე და შვიდი პოლიციელი.