თურქეთში აცხადებენ, რომ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ და „სახალხო დაცვის შენაერთების“ ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით, ერაყსა და სირიაში, ამიერიდან მათი უსაფრთხოების ძალების ლეგიტიმური სამიზნეა
„ქურთისტანის მუშათა პარტიის“ და „სახალხო დაცვის შენაერთების“ ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკული ობიექტები, განსაკუთრებით, ერაყსა და სირიაში, ამიერიდან ჩვენი უსაფრთხოების ძალების, შეიარაღებული ძალების, დაზვერვის ქვედანაყოფების ლეგიტიმური სამიზნეა, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა ანკარაში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ორი თავდამსხმელი თურქეთში სირიიდან შევიდა.
„მათ იქ გაიარეს ტრენინგი. ამის შედეგად, მინდა, აქედან განვაცხადო: „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ და „სახალხო დაცვის შენაერთების“ ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკული ობიექტები, განსაკუთრებით, ერაყსა და სირიაში, ამიერიდან ჩვენი უსაფრთხოების ძალების, შეიარაღებული ძალების, დაზვერვის ქვედანაყოფების ლეგიტიმური სამიზნეა. აქედან ვურჩევ, რომ მესამე მხარეები მოერიდონ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ და „სახალხო დაცვის შენაერთების“ კუთვნილ ობიექტებს და ადამიანებს. ჩვენი შეიარაღებული ძალების პასუხი ამ ტერორისტულ თავდასხმაზე ძალიან მკაფიო იქნება და ისინი კიდევ ერთხელ ინანებენ, რომ ასეთი ქმედება ჩაიდინეს“, – განაცხადა ჰაქან ფიდანმა.