თურქეთში აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ სირიაში, აბუ ზუჰურის საჰაერო ბაზაზე თავდასხმის დროს და არც მანამდე ბაზაზე თურქეთის სამხედრო დელეგაცია არ იმყოფებოდა

14:20, 20.08.2026

ისრაელის მიერ სირიაში, აბუ ზუჰურის საჰაერო ბაზაზე თავდასხმის დროს და არც მანამდე ბაზაზე თურქეთის სამხედრო დელეგაცია არ იმყოფებოდა, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპკიერმა, ზექი აქთურქმა განაცხადა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, სირიისა და რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის აუცილებელია, რომ ისრაელმა შეწყვიტოს ასეთი დაუფიქრებელი თავდასხმები და შეასრულოს საერთაშორისო სამართლის მოთხოვნები.

„ჩვენ გავაგრძელებთ სირიის მცდელობების მხარდაჭერას, რათა „ერთიანი არმიის“ პრინციპის ფარგლებში საკუთარი ინფრასტრუქტურა და სამხედრო შესაძლებლობები ააშენოს“, – აღნიშნა ზექი აქთურქმა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროში ასევე თქვეს, რომ ისრაელის თავდასხმა აბუ ზუჰურის საჰაერო ბაზაზე არის აქტი, რომელიც მიზნად ისახავს სირიის სტაბილურობის, უსაფრთხოების, ერთიანობისა და მთლიანობის, ასევე მისი ინფრასტრუქტურის შელახვას.

მსგავსი