თურქეთში 48-საათიანი კომენდანტის საათის გამოცხადებას მაღაზიებთან რიგები მოჰყვა [ვიდეო]

თურქეთის ხელისუფლებამ 31 დიდ ქალაქში, მათ შორის სტამბოლსა და ანკარაში კომენდანტის საათი დააწესა.

თურქული მედიის ცნობით, 31 პროვინციის ყველა მცხოვრებს 48 საათის განმავლობაში სახლიდან გამოსვლა აეკრძალა. გადაწყვეტილებას მოსახლეობაში პანიკა და მაღაზიებთან რიგები მოჰყვა.

კომენდანტის საათის ამოქმედებამდე გადაღებულ ვიდეოებს ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კომენდანტის საათი 12 აპრილის შუაღამემდე იმოქმედებს.

თურქეთში კორონავირუსით 1 006 ადამიანია გარდაცვლილი, აქედან 98 ბოლო 24 საათში დაიღუპა.