სოციალურ ქსელებში კომენტარების გამო თურქეთში 24 ადამიანი დააკავეს 

16:55, 22.01.2018

თურქეთში სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის შესახებ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული კომენტარების გამო 24 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ ტერორიზმის პროპაგანდის გავრცელებისთვის დააკავეს.

უწყებას დაკავებებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. თუმცა სააგენტო Anadolu-ს ცნობით, 17 ადამიანის დაკავების ორდერები ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე, ძირითადად ქურთებით დასახლებულ ქალაქ დიაბაქირის პროკურატურამ გასცა. როგორც სააგენტო წერს, ჩატარებული რეიდების დროს, პოლიციამ ამოიღო იარაღი.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე აფრინის რაიონში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „ზეთის ხილის რტო“ 20 იანვარს დაიწყო.

მსგავსი