თურქეთში 15 წლის მოზარდმა სკოლის მოსწავლეები ცივი იარაღით დაჭრა

19:54, 06.10.2026

თურქეთში 15 წლის მოზარდმა სკოლის მოსწავლეები ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა სტამბოლში, ბაშაჰშეჰირის რაიონში მოხდა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, რვა დაჭრილიდან ერთი გარდაიცვალა.

რაიონის გუბერნატორის ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 08:35 საათზე მოხდა. ოფიციალური უწყების თანამშრომლებმა  ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს.

მე-10 კლასელი გოგონა სხვა სკოლის მოსწავლე იყო. თურქეთის განათლების მინისტრის თქმით, გოგონამ თავდასხმის განხორციელებამდე იმ საშუალო სკოლის ფორმა ჩაიცვა, რომლის მოსწავლეებსაც თავს დაესხა.

მომხდარზე კომენტარი გააკეთა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმაც. მისი თქმით, ორი მოსწავლის მდგომარეობა საშუალო და მძიმეა.

მსგავსი