თურქეთში 15 მაისის შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
თურქეთში 15 მაისის შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

თურქეთში 15 მაისის შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ გაავრცელა.

ბოლო 24 საათში თურქეთში ვირუსი 1 703 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 57 პაციენტი.

ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში 281 509 კოვიდინფიცირებული აღრიცხეს. მათგან 252 152 გამოჯანმრთელდა. სულ დაიღუპა 6730 ადამიანი.

თურქეთში ახალი კორონავირუსული ინფექცია პირველად 10 მარტს დაფიქსირდა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ყველაზე მეტი პაციენტი თურქეთში 19 აპრილს გარდაიცვალა. ამ დღეს ვირუსს 127 ადამიანი ემსხვერპლა.