თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 2 300-ს გადააჭარბა
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 2 300-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 2 300-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად მსხვერპლის რიცხვმა 1 498-ს მიაღწია მხოლოდ თურქეთში, 430 დაღუპულია სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 380-ზე მეტი კი მეამბოხეების მიერ კონტროლირებადზე.

ამასთან, მზარდია დაშავებულთა რიცხვიც. ბოლო ცნობებით, ეს რიცხვი თურქეთში 7 600-ს აღწევს, ასადის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კი – 1 300-ს.