მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ნორმალიზება დაიწყო
მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ნორმალიზება დაიწყო

თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ნორმალიზება დაიწყო, ანკარა სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ მოლაპარაკების გაგრძელებას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის ოთხშაბათს სატელეფონო საუბარი შედგა. ლიდერებმა ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

სატელეფონო საუბრის დროს კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანიის ინტერესებშია ეკონომიკურად ძლიერი თურქეთი. ამასთან, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში გერმანიისა და თურქეთის ფინანსთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდებიან. თურქეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა კი, სექტემბერში ბერლინშია დაგეგმილი.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი სატელეფონო საუბარს გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.