თურქეთსა და ეგვიპტეს შორის რვა წლის შემდეგ პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება
თურქეთსა და ეგვიპტეს შორის რვა წლის შემდეგ პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება

თურქეთსა და ეგვიპტეს შორის 5-6 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე პირველი პოლიტიკური ხასიათის კონსულტაციები გაიმართება რვა წლის შემდეგ.

მხარეები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

„5-6 მაისს, ქალაქ კაიროში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სედათ ონალი და მისი ეგვიპტელი კოლეგა ჰამდი სანად ლოზა შეხვდებიან ერთმანეთს. ამ ტიპის მოლაპარაკებები სასარგებლოა მხარეთა შორის ურთიერთობების ნორმალიზებისა და რეგიონალური კონტექსტისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.